თვითშეფასება და კოლეგების ურთიერთშეფასება

                                                                                                        რაიონი: გარდაბანი
                                                                                                         სკოლა: კუმისის საჯარო
                                                                          მასწავლებლის სახელი და გვარი: ნანა ფალიაშვილი

                                        მასწავლებლის მიერ გაკვეთილის თვითშეფასება
პროექტის მონაწილე ყველა მასწავლებელი ავსებს თვითშეფასების გრაფას და დანართის პუნქტებს. წინამდებარე დოკუმენტი ხელს უწყობს მასწავლებელთა საჭიროებების დადგენასა და სამომავლო კონსულტაციების ეფექტურად წარმართვას. ამასთან, თვითშფასების დოკუმენტი არ წარმოადგენს მასწავლებლის კონტროლის მექანიზმს, ამდენად, მასწავლებლის მიერ თვითშეფასების ობიექტური ასახვა მათსავე ინტერესებში შედის.
    გრაფები  „ხშირად”,  „იშვიათად“, „არასდროს“ ივსება X  ნიშნით. გთხოვთ, გულდასმით შეავსოთ დანართის პუნქტები, ვინაიდან მეთოდიკის ამგვარი წერილობითი ანალიზი განავითარებს იმ უნარ-ჩვევებს, რომელიც ხელს შეუწყობს სასერთიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას.
კრიტერიუმები
ხშირად
იშვიათად
არასდროს
შენიშვნა
მასწავლებელი აკვირდება გაკვეთილის ძლიერ და სუსტ მხარეებს

   ü   


დანართში აღნიშნეთ რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს თქვენს გაკვეთილებს(დანართი, პუნქტი 1)
მასწავლებლის მიერ შეთავაზებული მეთოდi   კა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს საშუალებას გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ზეპირად.

   ü   


აღწერეთ მეთოდიკა, რომლის მეშვეობითაც მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ზეპირად გამოთქვან საკუთარი მოსაზრება.(დანართი, პუნქტი 2)
მასწავლებელი გაკვეთილზე იყენებს წერის სხვადასხვა მეთოდს

   ü   


აღწერეთ წერის მეთოდები, დანართი, პუნქტი 3)
მასწავლებლის მიერ შეთავაზებული  მეთოდიკა მოსწავლეებს აძლევს ჯგუფში მუშაობის საშუალებას.

   ü   


აღწერეთ, რა დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს ჯგუფში მუშაობას. მოიყვანეთ პრაქტიკული მაგალითები.(დანართი, პუნქტი 4)
მასწავლებლის მიერ შეთავაზებული მეთოდი- კა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას შექმნან პროდუქცია(იგულისხმება ნებისმიერი სახის ნამუ- შევარი, რომელსაც მხო- ლოდ მოსწავლეები ქმნი- ან).
   ü   



ააღწერეთ რა სახის ნამუშევრებს ქმნიან მოსწავლეები  და წარმო ადგინეთ  ზოგიერთი მათგანი(დანართი, პუნქტი 5)
გაკვეთილზე მასწავლებე- ლი სახელმძღვანელოს გარდა დამატებით მასა- ლას იყენებს.


   ü   


დაასახელეთ ზოგიერთ დამატებითი მასალა და დაასაბუთეთ, რატომ დაგჭირდათ მათი გამოყენება.(დანართი, პუნქტი 6)
მასწავლებელი იყენებს შეფასების მრავალკომპონენტიან სისტემას

   ü   


აღწერეთ რა კრიტერიუმებით წერთ ნიშანს ამა თუ იმ კომპონენტში(დანართი, პუნქტი 7)
გაკვეთილის დაგეგმვისას მასწავლებელი იყენებს ახალი ეროვნული სასწავლო საგნობრივ სტანდარტში მოცემულ შედეგებს და ინდიკატორებს.


   ü   


წარმოადგინეთ მინი- მუმ 3 გაკვეთილის გეგმა, სადაც ნაჩვენები იქნება სტანდარტის შე-
დეგი და ის მეთოდები და მასალა, რომლითაც მიაღწევთ ამ შედეგს. (გაკვეთილის გეგმები დაურთეთ დოკუმენტს)







დანართი
პუნქტი 1
1.      კლასში ვმუშაობ სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან.
2.      მაქსიმალურად ვცდილობ სისტემატურად გამოვიყენო ის მეთოდები, რომლებიც გავლენას ახდენენ თითოეული მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე.
3.      გაკვეთილის თემის ირგვლივ კითხვებს ვსვამ ბლუმის ტაქსონომიის მიხედვით, სადაც ვითვალისწინებ ყველა მოსწავლის ინდივიდუალურ შსაძლებლობებს.
4.      აქტიურად ვიყენებ მრავალფეროვან სტრატეგიებსა და მეთოდებს გაკვეთილის პროცესში და ვცდილობ მოსწავლეს განუვითარო სხვადასხვა უნარ-ჩვევები.
სუსტი მხარეები:
1.      იშვიათად, მაგრამ მაინც მიჭირს დროის ლიმიტის დაცვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვატარებთ  ექსპერიმენტს ან ცდას.


პუნქტი 2
1.      განვლილი მასალის შემოწმების მიზნით და გაკვეთილის თემიდან გამომდინარე კითხვებზე ზეპირი პასუხის გაცემა.
2.      დისკუსიის მიმდინარეობისას, როდესაც მოსწავლე გამოთქვამს აზრს და მოჰყავს არგუმენტები.
3.      გაკვეთილის თხრობისას.
4.      პრეზენტაციის დროს.

პუნქტი 3
1.      ინდივიდუალურად ასრულებს დავალებას: საშინაო, საკლასო, დამოუკიდებელი სამუშაო. აგრეთვე ტესტირება და საკონტროლო წერები.
წერის ამ მეთოდების გამოყენებით მოსწავლეს ეძლევა საშუალება მაქსიმალურად გამოავლინოს შესწავლილი მასალის ცოდნის დონე, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი, დამოუკიდებლად მუშაობის და აზროვნების უნარი.



პუნქტი 4
1.      დადებითი:  სწავლობენ ხალისით, თანამშრომლობენ ერთმანეთთან, მოქმედებენ შეთანხმებით ანუ უსმენენ და პატივს სცემენ ერთმანეთის აზრს, იდეას. აქვთ მოტივაცია, რომ კარგად შეასრულონ დავალება და წარმოჩინდნენ კლასის და მასწავლებლის წინაშე. ყველა წევრი ცდილობს კარგად შეასრულოს თავისი ფუნქცია.
2.    უარყოფითი:
 ა. არის მცირე გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც მოსწავლე პასიურია და ცდილობს სხვის ხარჯზე გამოსვლას.
. ჯგუფის დაკომპლექტებისას შეიძლება იყოს ხმაური, თუმცა ეს მოგვარებადი პრობლემაა.


პუნქტი: 5
ქიმიის გაკვეთილზე მოსწავლეები ქმნიან სხვადასხვა რესურსებს ვიზუალური მასალის, პლაკატების, მოდელების და საპრეზენტაციო მასალების სახით. აგრეთვე სლაიდ-შოუს რომელიმე გაკვეთილის თემიდან გამომდინარე და სხვა.
ვფიქრობ, რომ ამ მხრივ უფრო მეტი მუშაობის ჩატარება და ძალისხმევაა საჭირო, რადგან ძალიან სასარგებლოა სწავლის პროცესისთვის მოსწავლემ თავად შექმნას რესურსი.



პუნქტი: 6
დამატებითი მასალა: თეორიული მასალის, ტესტების და ამოცანების სახით.
 ავტორები: 1. ლ. თევზაძე--- „ტესტები ქიმიაში“;    2. ნუნუ ჯავახიშვილი---„ტესტები და დავალებები ორგანულ ქიმიაში“ ; 3. გ. ანდრონიკაშვილი, დ. გულაია, მ. მამიაშვილი ----„ტესტები“ ;  „500 ამოცანა ქიმიაში“ და სხვ.
ვიყენებ აგრეთვე სხვადასხვა სასარგებლო რესურსებს: 1. „ ქიმიური ექსპერიმენტები_ვიდეო ცდების სახით;  2. ვირტუალური ლაბორატორია; 3. ვიყენებ სხვადასხვა „veb-რესურსებს“ : მაგ. Youtobe-დან (chemexsperiments) ;  მაქვს საკუთარი ხელით და მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები “power point“-ში.
ამ რესურსების გამოყენება მეხმარება უფრო მიმზიდველი, საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს ჩემი გაკვეთილები, რადგან გაიზარდოს მოსწავლეთა ინტერესი ქიმიის, როგორც მეცნიერების მიმართ და მათ ქონდეთ მყარი და საფუძვლიანი ცოდნა საგანში.




პუნქტი: 7
1.      როდესაც ვამოწმებ თეორიული მასალის ცოდნას ვხელმძღვანელობ იმით,  თუ რამდენად ადექვატურად იყეებს ტერმინებს და რამდენად სრულყოფილად წარმოადგენს საკითხს.
2.      როდესაც ვამოწმებ წერით უნარებს ვაფასებ თუ რამდენად იყენებს თეორიული მასალის ცოდნას პრაქტიკაში.
3.      ექსპერიმენტის შეფასებისთვის ვიყენებ შემდეგ კრიტერიუმებს:აქვს თუ არა განსაზღვრული კვლევის მიზანი,  ექსპერიმენტისთვის საჭირო აღჭურვილობა და მასალები(რეაგენტები), სწორად აყალიბებს თუ არა კვლევის შედეგის ვარაუდს, აღწერს თუ არა თანმიმდევრულად კვლევის მიმდინარეობას, აღრიცხავს თუ არა და როგორ მიღებულ მონაცემებს, აკეთებს თუ არა მონაცემთა ანალიზს და გამოაქვს თუ არა ადექვატური დასკვნა.
4.      ვამოწმებ სისტემატურად ასრულებს თუ არა საშინაო დავალებას და რა ხარისხით.
5.      შეუძლია თუ არა საპრეზენტაციო მასალის მოძიება და ორგანიზება;
6.      შეუძლია თუ არა კვლევითი პროექტის დაგეგმვა და შესრულება.


No comments:

Post a Comment