განათლება,სამუშაო გამოცდილება და პროფესიული განვითარება

1989-95 წლებში ვსწავლობდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტზე, ორგანულ ნივთიერებეთა ქიმიური ტექნოლოგიის სპეციალობით. აღნიშნულის დამთავრების შემდეგ მომენიჭა ინჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაცია და მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

1997-2001 წლებში ვსწავლობდი ქ. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდგომაც მომენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.

2008 წლის თებერვლის თვეში მუშაობა დავიწყე ქ. თბილისის 212-ე საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლად, 2008 წლის 15 სექტემბერს კი შეთავსებით ვმუშაობ დღემე მარნეულის მუნიციპალიტეტის, სოფელ შულავერის #1 საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლის პოზიციაზე.

2013-14 სასწავლო წლის სექტემბრის თვეში პირადი განცხადების საფუძველზე განვთავისუფლდი 212-ე საჯარო სკოლიდან და მუშაობა დავიწყე ზურაბ ბეგიაშვილის სახელობის სოფელ კუმისის საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებლად.

2011-12 სასწავლო წელს ჩავაბარე სასერთიფიკაციო გამოცდები და ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი. ვარ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული.


გავლილი ტრენინგები: 

1. 2011 წ. სექტემბერი: მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მიერ ორგანიზებულიII-ე დონის  ტრენინგმოდული: ისტ-ის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში;

2. 2013წელი(მარტი-აპრილი) მასწავლებელთა პროფესიული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგმოდული: სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება;

3. გრძელვადიანი ტრენინგმოდულები: 

ა. ზოგად ქიმიაში;

ბ. არაორგანულ ქიმიაში;

გ. ორგანულ ქიმიაში;

4. ამოცანების ამოხსნის მეთოდიკები:
 ა. ზოგად ქიმიაში; 
 ბ. არაორგანულ ქიმიაში.

5. ტრენინგმოდული:მასწავლებელთა თვითშეფასება; კოლეგების ურთიერთშეფასება;

6. 2013წ./ 13.12-დან 17.12-მდე  ტრენინგი: "პროექტების დაგეგმვა და მართვა- etwinningplus-ის ფარგლებში";

გავლილი მაქვს აგრეთვე მასწ. სახლის მიერ დაგეგმილი საგნობრივი ტრენინგები, სემინარები და მასტერკლასები.

ვარ სერთიფიცირებული მასწავლებელი;
ენები: ქართული, რუსული და ინგლისური.
კომპიუტერი: საოფისე პროგრამები, ფოტო შოპი, ელ.ფოსტა და სხვ.










ტრენინგი:    ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგამოყენება სასაწავლო პროცეში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარების ეროვნული ცენტრი.
ადგილი და ხანგრძლივობა: . თბილისი, № 51 საჯარო სკოლა;   39 საათისხანგრძლივობით.
მიზანი : საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიულიგანვითარება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისადა გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ისინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა დამასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების         შესაბამსად.
                                          ამოცანები :
1.   სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომები და საინფორმაციოტექნოლოგიები;
2.  გაკვეთილის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგამოყენებით;
3.    სასწავლო პროექტის ორგანიზება ინფორმაციულ-საკომუნიკაციოტექნოლოგიების გამოყენებით;
4.     თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ინფორმაციულ-საკომუნიკაციო            ტექნოლოგიების     გამოყენებით

რეზიუმე : აღნიშნული ტრენინგ-კურსი მოიცავდა ოთხ მოდულს. კურსისსრული ხანგრძლივობა იყო ცამეტი სამსაათიანი ტრენინგი.
პირველი დღის პირველ სესიაზე ტრენინგის მონაწილეებმა გავიცანითერთმანეთი. ტრენერმა მანანა კვინიკაძემ  გაგვაცნო კურსის მიზანი,შედეგები, განრიგი, საორგანიზაციო საკითხები, მუშაობის ფორმები, სამუშაოწესები, მონაწილეთა შეფასების საკითხები.  ისაუბრა ისტ-ის ( ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები) როლსა  და მიზნებზე სასწავლო პროცესში;სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომებსა და საინფორმაციოტექნოლოგიებზე; მასწავლებლის კომპეტენციების სტანდარტზე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში; სასწავლო პროცესისძირითადი ერთეულებსა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისგამოყენებაზე. ჩაგვიტარა ლექცია PowerPoint პრეზენტაციის გამოყენებით,გაგვაცნო კურსის სილაბუსი. ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასებისკითხვარები.
        მეორე მოდულის პირველ დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი დაგავეცანით მოცემული ტრენინგის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ:გაკვეთილის ორგანიზების ძირითად საფეხურებს: დაგეგმვა, მომზადება,წარმართვა, შეფასება. აგრეთვე გაკვეთილის სამფაზიან მოდულს,გაკვეთილის დაგეგმვას და გეგმის ელექტრონული ვერსიის მომზადებას.ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
         მეორე მოდულის მეორე დღეს გავაგრძელეთ ისტ-ის გამოყენებაგაკვეთილის დაგეგმვის პროცესში, ვისწავლეთ    გაკვეთილის დაგეგმვისა დაჩატარებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტ ბრაუზერისა დასაძიებო სისტემის საშუალებით. გავეცანით ტექნოლოგიებითგამდიდრებული გაკვეთილის დაგეგმვის ხერხებს. ტრენინგ-დღის ბოლოსშევავსეთ შეფასების კითხვარები.
          მეორე მოდულის მესამე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი დაგავეცანით მოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ:დისკუსია: რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური მასალის გამოყენებასწავლა-სწავლების  პროცესში? რა მახასიათებლები აქვს ეფექტიანვიზუალურ მასალას; სასწავლო პრეზენტაციის მომზადება საპრეზენტაციოპროგრამაში;  PP პროგრამა ტრენინგ-დღის ბოლოს შევავსეთ შეფასებისკითხვარები.
მეორე მოდულის მეოთხე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანითმოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: მუშაობა მცირეჯგუფებში: პრეზენტაციის მომზადება შერჩეულ თემაზე; პრეზენტაციისწარმართვა; მოვამზადეთ სამოდელო პრეზენტაცია და წარვუდგინეთაუდიტორიას, რის შემდეგაც შევავსეთ შეფასების ბარათები.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანითმოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ვირტუალურილაბორატორია და ელექტრონული თამაშები; აუდიო და ვიდეოსაშუალებების ეფექტიანი გამოყენება სასწავლო პროცესში; აუდიო დავიდეოფაილების მოძიება და ჩამოტვირთვა.
      მეორე მოდულის მეექვსე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანითმოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ფიზიკურიგარემოს მოწყობა, ტექნიკური აღჭურვილობის გამართვა, სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება, მცირე და მრავალკომპიუტერიანი კლასის მართვა,ელექტრონული რესურსების საცავი, Lemill-ის მიმოხილვა.
მეორე მოდულის მეხუთე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანითმოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: სწავლისშეფასება
( შეფასების ძირითადი პრინციპები და მეთოდები) გაკვეთილის შეფასება
(რუბრიკის   დამზადება, პრეზენტაციები).
      მეორე მოდულის მერვე დღეს გავიხსენეთ წინა ტრენინგი და გავეცანითმოცემული ტრენინგ-დღის ამოცანებსა და შედეგებს, კერძოდ: ისტ-ისგამოყენება მრავალკომპონენტიანი შეფასებისათვის; პირადი ელექტრონულიდღიური
( ბლოგი);  სემესტრული  ნიშნის გამოყვანა ელექტრონული ცხრილისგამოყენებით, ბლოგის დარეგისტრირება. ტრენინგ-მოდულის ბოლოსშევავსეთ შეფასების კითხვარები.
მესამე მოდულში გავეცანით სასწავლო პროექ და ეფექტური სასწავლოპროექტის ძირითად მახასიათებლებს, პროექტის დაგეგმვასა და აღწერას,თანამშრომლობითი საწავლო პროექტის დაგეგმვას ისტ-ის გამოყენებით.ტრენინგ-მოდულის ბოლოს შევავსეთ შეფასების კითხვარები.
მეოთხე მოდულში ვისწავლეთ მასწავლებლის თვით შეფასების ფორმები დაისტ ინსტრუმენტები, სლაიდშოუს გამოყენება, მასწავლებლიოსპორტფოლიო; Google სერვისები: ბლოგი, ფორუმი, საიტი, თარჯიმანი, Lemill.მოდულის დამთავრების შემდეგ შევავსეთ შეფასების ბარათები.
მნიშვნელობის დასაბუთება - ტრენინგი ჩემთვის მეტად ნაყოფიერი იყო.ტრენინგისდახმარებით ჩემი ზედაპირული ცოდნა ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო საფუძვლიანი გახდადავრწმუნდი მათი გამოყენების აუცილებლობა-საჭიროებაში. მივხვდი, რომ მასწავლებელს  სჭირდება მუდმივ  დინამიკაში ყოფნა,   რათა არ  შეჩერდეს მისი პროფესიული ზრდა - განვითარება. ტრენინგის  დასრულების შემდეგ    გავაცნობიერე ისტ-ის გამოყენების  მნიშვნელობა  თანამედროვე,კონსტრუქტივისტულ პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცს ში; ამ ტრენინგზე მიღებული ცოდნის  საშუალებით შევძლებ ისტ-ის  გამოყენებას  სასწავლო ერთეულის(გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ: ისტ-ის გამოყენებას  სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
ისტ.ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად(შემუშავება,ადაპტირება,რედაქტირება და სხვ.);  სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით  გამდირებულ  სასწავლო  გარემოში;მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალებით;
მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებასაუცილებლად          გამოვიყენებ  ისტ- მოსწავლეებთან,მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვისშევძლებ მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;შევძლებ ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.შვქმნი პერსონალურელ-პორტფოლიოს, რომელიც მოიცავს:გაკვეთილის გეგმასშესაბამისი სასწავლო ციფრული ობიექტით(მაგ.,პრეზენტაცია,ცხრილირუბრიკა/შეფასების სქემა,ბლოგი,საიტი და სხვ.)სასწავლო პროექტს,შესაბამისი სასწავლო  ციფრული ობიექტით (მაგ., პრეზენტაციაცხრილი,რუბრიკა/შეფასების სქემა, ბლოგი, საიტი და სხვ.) გავეცანი სწავლა-სწავლების ეფექტურ სტრატეგიებს ისტ-ის გამოყენებით: ვისწავლე ცნებისრუკის შექმნა; ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე სტრატეგია;   ვენის დიაგრამას, T- სქემასსკოლაში დაბრუნების შემდეგ ვგეგმავ, მიღებული ცოდნა დაგამოცდილება ჩემს კოლეგებს გავუზიარო, კერძოდ: კათედრის სხდომაზეწავიკითხავ მოხსენებას თემაზე:  „ ისტ-ის გამოყენება სასწავლო რესურსებისმომზადებაში”, „როგორ გამოვიყენოთ ისტ- მოსწავლეებთან,მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის“; „თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება
 
ჩავატარებ პრეზენტაციას:  „ისტ-ის გამოყენება სასწავლო  პროცესის დასაგეგმად; მოსწავლეთა შეფასების მეთოდების/ინსტრუმენტების გამოყენება ისტ-ის საშუალებით;“ „გაკვეთილის დაგეგმვა“, „სასწავლო პროექტის დაგეგმვა ვითანამშრომლებ  ადმინის- ტრაციასთან  სკოლაში ისტ-ის კულტურის დასანერგად ძალიან დიდი მადლობა  მასწავლებლის სახლსა და ქალბატონ   მანანა  კვინიკაძეს  საინტერესო    ტრენინგისთვის.

ხელმოწერანანა  ფალიაშვილი
თარიღი:22/09/2011

ღონისძიების      დღის    წესრიგი:
მოდული    I.კურსის შესავალი(3სთ.)
 
კურსის წარდგენა: მიზანი, შედეგები, განრიგი, შეფასება;
 
სასწავლო პროცესში ისტ გამოყენების მნიშვნელობა;
 
მასწავლებლის სტანდარტები და კომპეტენციები ისტ-ის გამოყენების სფეროში;
 
სწავლება-სწავლის თანამედროვე  მიდგომები და  თანამედროვე  საინფორმაციო  ტექნოლოგიები;
 სასწავლო პროცესის ძირითადი ერთეულები (გაკვეთილი,თემატური ერთეული,
სასწავლო პროექტი);

მოდული II. გაკვეთილის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (24 სთ.)
- 
გაკვეთილის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა, მომზადება,წარმართვა,შეფასება; ეფექტური გაკვეთილის ძირითადი მახასიათებლები;
გაკვეთილის სამფაზიანი მოდელი.       გაკვეთილის დაგეგმვა;     ისტის გამოყენება გაკვეთილის დაგეგმვის პროცესში;
გაკვეთილის მომზადება: ზიკური გარემოს მოწყობა,     ტექნიკური   აღჭურვილობის გა-მართვა;
სასწავლო მასალის/რესურსების დამზადება;
სწავლების სტრატეგიები ისტ-ის გამოყენებით;
სწავლის შეფასება ისტ-ის გამოყენებით;
გაკვეთილის შეფასება;

მოდული III. სასწავლო პროექტის ორგანიზება ისტ-ის გამოყენებით (6სთ.) 
- 
სასწავლო პროექტის ორგანიზების ძირითადი საფეხურები: დაგეგმვა,მომზადება, წარმართვა,   შეფასება;
ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები;
სასწავლო პროექტის დაგეგმვა;


ისტ-ის გამოყენება სასწავლო პროექტის დაგეგმვის პროცესში;
თანამშრომლობითი სასწავლო პროექტის დაგეგმვა და განხორციელება;
სასწავლო პროექტის შეფასება.

მოდული IV. თვითშეფასება და პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით (3სთ.)
მასწავლებლის თვითშეფასების პრინციპები და ინსტრუმენტები;
მასწავლებლის პორტფოლიო და ელექტრონული პორტფოლიო;
მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროცესი;
პროფესიული განვითარება ისტ-ის გამოყენებით.






                            

                                                            ანგარიში
            ტრენინგი თემაზე:  ამოცანების ამოხსნის მეთოდიკები ზოგად ქიმიაში
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

    ტრნინგი გაგრძელდა 3 დღეს, დღეში 4 საათი, სულ 12 საათი. ტრენინგმოდული მოიცავდა სულ რვა(8) თავს.
ტრენინგის პირველი  დღე: ტრენინგი დაიწყო 15:00 საათზე და დამთავრდა 19:00 საათზე; შუალედში 20 წუთი გვქონდა შესვენება;   ტრენერმა გაგვაცნო მთლიანი მოდულის ზოგადი მიმოხილვა, შემდეგ ვიმუშავეთ ოთხ თავზე, რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს:
 თავი 1 : ქიმიის ძირითადი ცნებები და კანონები; იგი შედგებოდა 3 ამოცანისაგან.
 თავი 2 : გაზები, სითხეები, მყარი ნივთიერებები, იგი მოიცაავდა 13 ამოცანას, რომელთაგან ამოვხსენით 8 ამოცანა, ხოლო ამოხსნილის მსგავსი ტიპის 5 ამოცანა საშინაო დავალებად მოგვეცა მეორე დღისათვის;
თავი 3 : ენერგიის ცვლილება ქიმიური რეაქციის დროს. ეს თავი შედგებოდა 10 ამოცანისაგან, რომელთაგან 7 გავაკეთეთ ტრენინგზე, ხოლო დანარჩენი 3 მოგვეცა მეორე დღისათვის საშინაო დავალებად.
თავი 4 : ქიმიური კინეტიკა და კატალიზი. ეს თავი შედგებოდა 16 ამოცანისაგან, რომელთაგანაც 11 ამოცანა გავაკეთეთ ტრენინგზე, ხოლო დანარჩენი მოგვეცა საშინაო დავალებად მეორე დღისათვის.
ტრენინგ დღის მთელი დრო გამოვიყენეთ ნაყოფიერი მუშაობისთვის. ყველა მასწავლებელი აქტიურად ვიყავით ჩართული ამოცანების ამოხსნის პროცესში. დეტალურად გავარჩიეთ ყველა ამოცანა და ძირითადი ყურადღება დავუთმეთ პრობლემურ საკითხებს, განვიხილეთ კონკრეტულ ამოცანათა ამოხსნის სხვადასხვა მეთოდები და გზები. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა და გამოცდილების გაზიარება.
დღის ბოლოს ტრენერმა შეაჯამა ჩატარებული მუშაობა და მოგვცა საშინაო დავალება მომდევნო დღისთვის.

ტრენინგის მეორე დღე: ტრენინგი დაიწყო 15:00 საათზე და დასრულდა 19:00-ზე. შუალედში გვქონდა 20 წთ. შესვენება. ეს დღე დავიწყეთ წინა დღეს მიცემული საშინაო დავალებების განხილვით. ყველამ შეამოწმა დამოუკიდებლად შესრულებული ამოცანების სისწორე; შევასწორეთ შეცდომები და ხელახლა ავხსენით ის ამოცანა, რომელიც რომელიმე ჩვენთაგანისთვის იყო გაუგებარი. ასეთი იყო მხოლოდ ერთი ამოცანა (არ ქონდა შესრულებული დამოუკიდებლად მხოლოდ 2 მასწავლებელს)
მეორე დღეს სამუშაოდ  ტრენერმა წარმოგვიდგინა შემდეგი თავები:
თავი 5 : ქიმიური წონასწორობა. იგი მოიცავდა 18 ამოცანას; ამოვხსენით 10 ამოცანა, ხოლო მსგავსი ტიპის 8 ამოცანა მოგვეცა საშინაო დავალებად, მომდევნო დღისთვის.
თავი 6 : ხსნარები.  თავი მოიცავდა 23  ამოცანას, რომელთაგანაც 10 გავაკეთეთ ტრენინგზე, ხოლო დანარჩენი  13  ამოცანა მოგვეცა დავალებად  მეორე დღისათვის.
თავი 7 : ელექტროლიტური დისოციაცია
ეს თავი მოიცავდა სხვადასხვა ტიპის დავალებებს:
 . ამოცანები;
. რეაქციის ტოლობების დასრულება და კოეფიციენტების დასმა;
გ. თვისებითი რეაქციები.
აღნიშნული დავალებების ნაწილზე ვიმუშავეთ ტრენინგზე, ხოლო დანარჩენი მოგვეცა საშინაო დავალებად მომდევნო დღისთვის;
ტრენინგის ეს დღეც იყო ძალიან დატვირთული, საინტერესო და ნაყოფიერი. თითოეული მასწავლებელი აქტიურად ვიყავით ჩართული მუშაობის პროცესში. ვხსნიდით, ვარჩევდით, ვმსჯელობდით ამოცანების და დავალებების ამოხსნის გზებზე და მეთოდებზე. ვუზიარებდით საკუთარ მოსაზრებებს ერთმანეთს და ტრენერს.
ტრენინგის მესამე დღე:  ტრენინგი დაიწყო 15:00 საათზე და დასრულდა 19:00-ზე, შესვენება გვქონდა 20 წთ.   ეს დღეც დავიწყეთ წინა დღეს მოცემული საშინაო დავალების გარჩევით. განვიხილეთ, ყველა ის ამოცანა, რომელიც რომელიმე ჩვენთაგანისთვის იყო ძნელად შესასრულებელი ან გაურკვეველი, ასეთი იყო, მხოლოდ 2 ამოცანა. ტრენერმა კიდევ ერთხელ ახსნა ამ ტიპის ამოცანის ამოხსნის მეთოდიკა და ამოხსნის გზა.
შემდეგ გაგვაცნო ამ დღის სამუშაო, რომელიც მოიცავდა:
თავი 7 :  ჟანგვა-აღდგენა
ამ თავში მოცემული იყო, როგორც ამოცანები, ასევე რეაქციათა ტოლობები, სხვადასხვა  სარეაქციო არეში მიმდინარე რეაქციები, რომლებიც მოითხოვდა დასრულებას და კოეფიციენტბის დასმას ელექტრონული ბალანსის მეთოდით.
 ტრენინგის ეს დღე იყო საკმაოდ დატვირთული, ნაყოფიერი. აქტიური იყო ყველა პედაგოგი. ტრენერი იყო შესანიშნავი, რომელიც საკმაოდ ნათლად და გასაგებად ხსნიდა ამა თუ იმ ამოცანათა ამოხსნის მეთოდებსა და გზებს.
რეზიუმე: აღნიშნული ტრენინგმოდულის გავლა ჩემთვის იყო ძალიან ნაყოფიერი, საინტერესო და ბევრის მომცემი.  ტრენერის მიერ მოწოდებული  ამოცანების ამოხსნის მეთოდიკების განხილვამ და შესწავლამ  დიდი გავლენა მოახდინა  ჩემ პროფესიულ დონის ამაღლებაზე. ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო უკეთ დავხვეწე ჩემი უნარები და ცოდნა ამ მიმართულებით, რის გამოც  ჩემს მიერ ორგანიზებული  სასწავლო პროცესი იქნება მაღალ სააზროვნო უნარების გამომუშავებისა და დახვეწისაკენ მიმართული. რადგან ქიმიის სასკოლო სახელმძღვანელოები, რომლებითაც ვხელმძღვანელობ არ ითვალისწინებს ასეთი რთული ამოცანების სწავლებას, რის გამოც შემდგომ მოსწავლეებს ექმნებათ პრობლემები რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო ოლიმპიადებზე,  ვთვლი, რომ ამ მოდულის გავლის შემდეგ ინდივიდუალურად ვიმუშავებ მაღალი და საშუალო აკადემიური მოსწრების მოსწავლეებთან, რათა შევასწავლო მათ რთული ამოცანების ამოხსნის გზები და  მივცე მათ კიდევ უფრო მეტი ცოდნა და უნარ-ჩვევები ქიმიაში. 







   ETWINNING-ის ტრენინგის ანგარიში
ნაწილი პირველი
ტრენინგის დასახელება: პროექტების დაგეგმვა და მართვა etwinningplus-ის ფარგლებში.
ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული  ცენტრი.
ჩატარების ადგილი- წყალტუბო
ტრენინგის ხანგრძლივობა-12საათი  +  16საათი.
ტრენინგის ჩატარების თარიღი-13,14,15,16,17 დეკემბერი. 2013 წელი.
ტრენერი- პავლე თვალიაშვილი

  ნაწილი მეორე
მიზანი
ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლებს გაგვეცნო თანამშრომლობითი, სასწავლო ინტერნეტ პროექტების დანიშნულება და მახასიათებლები, პროექტების დაგეგმვა და მათი მართვა , ტექნოლოგიების დახმარებით პარტნიორების ძიება და კომუნიკაცია სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთან. ასევე ეთვინნინგის პორტალზე მუშაობა.
    ნაწილი მესამე
                                                  რეზიუმე
       პირველ დღეს,  წყალტუბოში,    სასტუმროს სააქტო დარბაზში მოხდა ჩვენი შეკრება. შეკრება გახსნა ქ-ნმა თეონა კუპატაძემ. მან მოკლედ გვიამბო იმის შესახებ თუ რას ისახავდა მიზნად ჩვენი ტრენინგი. გვესაუბრა ეთვინნინგის შესახებ, შემდეგ კი გაგვაცნო ჩვენი ტრენერები და გადავნაწილდით ჯგუფებში. ჩემი ჯგუფის ტრენერი აღმოჩნდა ქ-ნი შორენა ბადურაშვილი. ტრენინგი 2 დღის განმავლობაში გვიტარდებოდა ქ.ქუთაისაში, დემირელის სახელობის სკოლაში. ჩვენი  მუშაობა მოიცავდა ინტერნეტში მუშაობას ეტვინნინგის პორტალზე. ვისწავლეთ ჩვენი პაროლით შესვლა ეთვინნიგზე, განვაახლეთ ჩვენი პროფილი, ვნახეთ პორტალზე განხორციელებული პროექტები როგორც ღია ასევე დახურული პროექტები. ვისწავლეთ როგორ უნდა მოვძებნოთ  ჩვენთვის სასურველი პროექტი, შესაბამისი მონაცემებით ან რამდენიმე ძირითადი სიტყვის საშუალებით, ასევე როგორ დავუკავშირდეთ პარტნიორს, როგორ დავიმატოთ კონტაქტებში, როგორ გავუგზავნოთ შეტყობინება,  GOOGLE TRANSLATE-ს გამოყენება კომუნიკაციისას და  სხვა.
      მეორე დღეს ისევ გავემგზავრეთ  ქუთაისში დემირელის სკოლაში. მეორე დღეს ჩენ ვისწავლეთ twin space-მუშაობა,  ანუ ეს არის სივრცე, რომელსაც პარტნიორი მასწავლებელი გამოყოფს ჩვენთვის. ვისწავლეთ როგორ უნდა ვიმუშაოთ  ამ სივრცეში. პრაქტიკულად ვნახეთ როგორ ხდება ეს მუშაობა სხვისი twin space-ით, რადგან ჯერ ჩვენ არ გვქონდა ჩვენი twin space. ტრენინგიდანვე  მოვახდინეთ პარტნიორებთან დაკონტაქტება.
     მესამე დღე
   მესამე დღეს ისევ გადავნაწილდით  ახალ ჯგუფებში. შეიცვალა ტრენერიც,  გაგვეცნო  ჩვენი ჯგუფის ტრენერი  პავლე თვალიაშვილი. ტრენინგი დავიწყეთ ურთიერთგაცნობით. ჯერ  დავწყვილდით, წყვილებმა გავიცანით ერთმანეთი და მოვახდინეთ ურთიერთწარდგენა. შემდეგ კი შევუდექით მუშაობას. ტრენინგი მეტად საინტერესო აღმოჩნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, ასევე ჩვენს გამოცდილებაზე პროექტებზე მუშაობაში.  გვქონდა ძალიან ბევრი სახალისო აქტივობა და სხვა დასამახსოვრებელი აქტივობებიც. ალბათ არასოდეს დამავიწყდება: „ერთი დოქი ტალახი“, „კულტურული აისბერგი“ .... ხშირად ხდებოდა ჯგუფებში  მონაცვლეობა, ეს კი ხელს უწყობდა ჩვენს შორის საქმიანი და კოლეგიალური ურთიერთობის გაჩენას.
   მეოთხე დღე
მეოთხე დღეც საინტერესო იყო . ჯერ გავიხსენეთ  წინა დღე, შევაჯამეთ რით იყო მნიშვნელოვანი, რა დაგვამახსოვრდა. შემდეგ კი შევუდექით მუშაობას , გავარჩიეთ ჯგუფებში ეთვინნინგიდან ამობეჭდილი პროექტები, შემდეგ კი ვახდენდით პრეზენტაციას.  ისევ გვქონდა ბევრი სახალისო აქტივობა განტვირთვის მიზნით.

                             ნაწილი მეოთხე
     ღონისძიების მნიშვნელოვნების დასაბუთება
 ჩემთვის მოსმენილი ტრენინგი საინტერესო იყო იმით, რომ გავიგე  ჩემთვის სრულიად ახალი პორტალის შესახებ. გავერკვიე ამ პორტალზე მუშაობის დეტალებში. გავიცანი ბევრი კოლეგა, გავაგრძელებ მათთან საქმიან ურთიერთობას და ხელს შევუწყობთ ერთმანეთის პროფესიულ განვითარებას.
     ამ ტრენინგის მოსმენის შედეგად ჩამოვაყალიბე ჩემი სამომავლო საქმიანობის გეგმები.  აუცილებლად ჩავერთვები პროექტებში ევროპის მასშტაბით, რათა გავეცნო ევროპელი პედაგოგების გამოცდილებას და გავიზიარო იგი.  ეს ყველაფერი გამომადგება ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში, რომ საინტერესო და სახალისო გავხადო სასწავლო პროცესი  ჩემი მოსწავლეებისთვის და ხელი შევუწყო მათ სასწავლო-შემეცნებით ურთიერთობებს უცხოელ თანატოლებთან და მათ წარმატებულ მომავალს.

   ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გადავცემ ჩემს კოლეგებს სკოლაში. მოვიწვევ კათედრის სხდომას და გავაცნობ კოლეგებს ტრენინგის მასალებს, ასევე ტრენინგზე დარიგებულ ბუკლეტებს. ვურჩევ მათ განახორციელონ პროექტები ჯერ სკოლაში, შემდეგ კი დარეგისტრირდნენ  ამ პორტალზე და ჩაერთვნენ საგანმანათლებლო პროექტებში, რათა კიდევ უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყოს მათი მუშაობა სკოლაში.




1 comment: